სამოთხე და ჯოჯოხეთი # 1

By ემანუელ შვედენბორგი

შეისწავლეთ ეს პასაჟი.

/ 603  
  

1. უფალი, თავისმოწაფეებთან მეორედ მოსვლაზე, როგორც ეკლესიის უკანასკნელ დღეებზე საუბრისას წინასწარმეტყველების ბოლოს, მის დამოკიდებულებაზე სიყვარულისა და რწმენის შემდგომი მდგომარეობის შესახებ ამბობს: „და მსწრაფლ, იმ დღეთა ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე, და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს და ვარსკვლავები ჩამოსცვივიან ციდან, და შეიძვრიან ციურნი ძალნი. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; და მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას მომავალს ზეცის ღრუბლებზე, ძალითა და დიდებით მრავალით. და მოავლენს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხივე კართაგან, ზეცათა კიდიდან მათ კიდემდე.“ (მათე 24:29-31). ვინც ამ სიტყვებს იგებს პირდაპირი გაგებით, ის ფიქრობს რომ ყველაფერი აქ ნათქვამი მეორედ მოსვლისას ანუ უკანასკნელ სამსჯავროზე ისე მოხდება, როგორცაა აღწერილი; რომ ასეთნაირად რამარტო მზე და მთვარე დაბნელდება, ვარკვლავებიც ჩამოცვივა ციდან და ზეცაში გაჩნდება უფლის ნიშანი, თვით მას კი იხილავენ ღრუბლებში და მასთან ერთად ანგელოზებსაც საყვირებით და ამასთანავე, როგორც წმინდა წერილის ზოგიერთ ადგილასაა აღწერილი განადგურდება მთელი ხილული სამყარო და ამის შემდეგ იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. ახლანდელ დროსი ბევრი ცხოვრობს ამ რწმენით, მაგრამ ის ვინც ასე ფიქრობს, ვერ სწვდება უფლის სიტყვის თითოეულ გამონათქვამში ცამალულ საიდუმლოს, რამეთუ თითუეულ მის გამონათქვამში არსებობს შინაგანი აზრი, რომელშიც იგულისხმება არა ბუნებრივი და ამქვეყნიური პირდაპირი გაგებით, არამედ სულიერი და ზეციური. და ეს არამარტო ზოგიერთი სიტყვის აზრის შესახებ, არამედ თითოეული სიტყვის შესახებ, რადგან უფლის სიტყვა თავიდან ბოლომდე დაწერილია იმ მიზნის შესაბამისად, რომ ის თითოეულ ნაწილში არსებობს შინაგანი აზრი. თუ როგორია ეს აზრი შეიძლება დავინახოთ იმ ყველაფრიდან რაცნათქვამია და ნაჩვენებია „ზეციურ საიდუმლოებებში“ და აგრეთვე იქიდან, რაც არის ნათქვამი მის შესახებ თხზულებაში „აპოკალიფისის თეთრი ცხენი“. ამავე აზრით უნდა გავიგოთ უფლის მიერ მისი ღრუბლებში გამოჩენის შესახებ ნთქვამი. მზე, რომელიც დაიბინდა აღნიშნავს უფლის სიყვარულთან დამოკიდებულებას; მთვარე კი ნიშნავს უფლის რწმენასთან დამოკიდებულებას; ვარსკვლავები - სიკეთისა და ჭეშმარიტების შეცნობას, ანდა სიყვარულისა და რწმენისა; ადამიანის შვილის ნიშანი ზეცაში - უფლის ჭეშმარიტების გამოჩენას; მიწიერი ალი რომელიც აინთება - ყველაფერია რაც ეხება სიკეთეს და ჭეშმარიტებას, ანდა რწმენას და სიყვარულს; ზეციურ ღრუბლებში უფლის გამოჩენა ძალით და დიდებით - მისი არსებობაა „სიტყვაში“ და გამოცხადება. ღრუბლები აღნიშნავს „სიტყვას“, ხოლო დიდება - მის შინაგან აზრს; ანგელოზები მგრგვინავი საყვირებით აღნიშნავენ სასუფეველს, საიდანაც გამოდის ღვთაებრივი ჭეშმარიტება. აქედან დავინახავთ რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები, კერძოდ: რომ საბოლოოდ, როდესაც აღარ იარსებებს სიყვარული, შემდეგ კი რწმენა, უფალი გახსნის „სიტყვას“ მისი შიაგანი აზრით და გამოაცხადებს ზეციურ საიდუმლოებებს. საიდუმლოებები, რომლებიც ეხება სასუფეველს და ჯოჯოხეთს და ადამიანისს ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ. ამჟამად ადამიანმა ცოტა რამ თუ იცის სასუფევლის, ჯოჯოხეთის და მისი სიკვდილის შემდგომი ცხოვრების შესახებ, თუმცაღა ამ ყველაფრის შესახებ დაწერილია „სიტყვაში“. ძალიან ბევრნი, ვინც ეკუთვნიან ეკლესიას, ამას ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ: იქიდან ვინ დაბრუნებულა და მოუყოლია ამის შესახებ? მაგრამ ამ მიდრეკილებამ უარყოფისაკენ, რომელიც უპირატესად ახასიათებთ ამ ქვეყნის სწავლულებს, არ დაასნებოვნა და არ გააფუჭა გულით და რწმენით უბრალონი. მე ცამეტი წლის განმავლობაში საშუალება მქონდა ვყოფილიყავი ანგელოზებთან ერთად, მესაუბრა მათთან როგორც ადამიანს ადამიანებთან, დამენახა რა ხდება სასუფეველში და ჯოჯოხეთში. ამჟამად მე მაქვს საშუალება აღვწერო რა ვნახე და რა გავიგონე, იმ იმედით რომ უმეცრება განათდება და ურწმუნოება განადგურდება. ამჟამად ასეთი პირდაპირი გამოცხადება ხდება იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც იგულისხმება უფლის მოსვლაში.

/ 603