სამოთხე და ჯოჯოხეთი # 598

Por Emanuel Swedenborg

Estudar Esta Passagem

  
/ 603  
  

598.ადამიან არ შეუძლია გარდაისახოს თუ არ იქნება თავისუფალი, იმიტომ რომ ის ყველანაირ ბოროტებაში დაიბადა და საჭიროა მისი მოცილება ხსნისთვის.მაგრამ მისი მოცილება შეუძლებელია, თუ ადამიანი მას ვერ ხედავს თავის თავში, არ აღიარებს მას, თავს არ იკავებს უნდოდეს ის და ბოლოს არ თაკილობს მას:ბოროტება ხოლოდ მაშინ სცილდება.ეს ასე არ იქნებოდა რომ თვითონ ადამიანი არ იმყოფებოდეს როგორც სიკეთეში ასევე ბოროტებაში, იმიტომ რომ სიკეთის საშუალებით მას შეუძლია ბოროტების დანახვა, მაგრამ ბოროტების საშუალებით სიკეთის დანახვა არ შეუძლია.სულიერი სიკეთე რომელზე ფიქრიც შეუძლია ადამიანს, მის მიერ შეიცნობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან ღვთის სიტყის კითხვით და ქადაგების მოსმენით, ხოლო ზნეობრივი და მოქალაქეობრივი სიკეთე შეიცნობა მათ მიერ ამქვეყნად ცხოვრებისას.აი რატომაა, უპირველესად ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და მეორეც იმიტომ რომ ადამიანს მიეკუთვნება მხოლოდ ის, რაც ხდება მის მიერ შინაგანი გრძნობით, რომელიც სიყვარულს ეკუთვნის.სხვა დანარჩენი მართალია შეიძლება შევიდეს მის სულში, მაგრამ განსაკუთრებით მის ფიქრებში და არა ნებაში_და რაც არ შედის ადამიანის ნებაში, არც ხდება მისი საკუთრება, იმიტომ რომ ფიქრი იღებს ყველაფერს თავისსი მეხსიერებიდან.ხოლო ნება იღებს ყველაფერს თავისს თვითონ ცხოვრებიდან.არასოდეს არ არის თავისუფლება იმაში, რაც არ გამოდის ნებიდან ანდა რაც იგივეა გრძნობიდან, რომელიც სიყვარულს ეკუთვნის.ყველაფერს, რაც ადამიანს უნდა და უყვარს, ის აკეთებს თავისუფლად, რაც ნიშნავს რომ ადამიანის ნების და სიყვარულის კუთვნილი თავისუფლება და გრძნობა ქმნიან ერთ მთლიანს.ამდენად ადამიანს მიცემული აქვს იმის თავისუფლება რომ მას შეეძლოს ჭეშმარიტებისა და სიკეთის სიყვარული, რომ ასეთნაირად ჭეშმარიტება და სიკეთე გახდეს მისი საკუთრება.ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც ადამიანში თავისუფლად არ შედის არც რჩება მასში, იმიტომ რომ ის არ ეკუთვნის მის სიყვარულს ანდა ნებას.ხოლო რაც არ ეკუთვნის მის სიყვარულს ანდა მის ნებას, ის არც ეკუთვნის მის სულს;რამეთუ ადამიანის სულის არსი არის სიყვარული ანდა ნება.ნათქვამია სიყვარული ანდა ნება, რამეთუ რაც უყვარს ადამიანს, ის უნდა კიდეც.აი მიზეზები, რომლითაც ადამიანს არ შეუძლია გარდასახვა, თუ ის არ იქნება თავისუფალი.

  
/ 603