სამოთხე და ჯოჯოხეთი #2

სამოთხე და ჯოჯოხეთი

← Previous  - 
Go to section / 603
 -  Next →

2. უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვიცოდეთ, თუ ვინ არის ზეციური ღმერთი, რადგან ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. არსად არ აღიარებენ სხვა ღმერთს გარდა ერთი ღმერთისა. როგორც თვითონ გვასწავლის, ის და მამა ერთია, მამა მასშია და ის მამაში და ის ვინც მას ხედავს, ხედავს მამასაც და ყველაფერი წმინდა მისგან გამოედინება (იოანე 10:30, 38; 16:13-15). მე ამაზე ხშირად ვსაუბრობდი ანგელოზებთან და ისინი ყოველთვის მპასუხობდნენ, რომ ზეცაში ისინი ღვთიურ საწყისს სამად არ ყოფენ, რადგან იციან და ხვდებიან რომ ღვთაებრივი საწყისი ერთია და ერთიანია უფალში. მათ ასევე მითხრეს, რომ მორწმუნე ადამიანები, რომელთაც სწამთ უფლის სამგვაროვნება, სასუფეველში არ იქნებიან მიღებულნი, იმიტომ, რომ მათი ფიქრი გადადის ერთიდან მეორეზე, იქ კი არ შეიძლება ფიქრი სამზე და საუბარი ერთზე. სასუფეველში ყველა ლაპარაკობს ისე, როგორც ფიქრობს, რადგან იქ საუბარი აზრობრივია, ანუ აზროვნებაა საუბარი. გამომდინარე აქედან, ვინც ცხოვრებაში უფლის საწყისს ჰყოფდა სამად და ჩამოაყალიბა თავის თავში თითოეულზე განსაზღვრული აზრი, ისე რომ არ შეაერთა ისინი ერთად უფალში, არ იქნებიან მიღებულნი სასუფეველში. ზეცაში ყველა აზრი ურთიერთკავშირშია და თუ იქ ვინმეს ექნება გონებაში ფიქრის სამ საწყისზე და ისაუბრებს ერთზე, ამას მაშინვე მიხვდებიან და უკუაგდებენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი, ვინც არ აცალკევებდა ჭეშმარიტებას სიკეთისგან, ანდა რწმენას სიყვარულისგან, იმ ცხოვრებაში ღებულობენ უფლის ზეციურ გაგებას, ესე იგი, ის-სამყაროს ღმერთია. მაგრამ ასე არ იქნება მათთვის, ვინც რწმენას ყოფდა ცხოვრებისგან ანუ მათთვის, ვინც არ იცავდა ჭეშმარიტი რწმენის ცნებებს.

(References: John 14:9-11)


← Previous  - 
Go to section / 603
 -  Next →
Translate:
Share: